შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 8

images (1)

თანამედროვე თემატიკა

როგორც დავინახეთ, დღემდე არსებული ცრუ-წარმოდგენების უმეტესობა არსებობს მრავალწლიანი ისტორიული გავლენის შედეგად.

Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 7

მასობრივი გართობა

ძველი რომის კოლიზეუმში არა ერთი შემზარავი სანახაობა იმართებოდა… მათ შორის იყო ინვალიდობის მქონე ბავშვთა შიშველ შუბებზე გდება, ბრმა გლადიატორების ერთმანეთთან შერკინება, ქალებსა და ჩია ტანის ადამიანებს შორის გამართული ორთაბრძოლა.

ინვალიდობის მქონე პირები ისტორიულად დაცინვის ობიექტად მიაჩნდათ ადამიანებს. მეფის კარზე მყოფი ჯამბაზები, ვთქვათ, ჰენრიხ VIII, ჯამბაზი უილიამ სომნერი, როგორც წესი, ინვალიდები იყვნენ. Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 6

მოძრაობა ადამიანთა უფლებების დასაცავად XX საუკუნეში

ინვალიდებმა 1890-იანი წლებიდან დაიწყეს აქტიური ბრძოლა სამართლიანობის, საკუთარი უფლებების, ინტერესებისა და ღირსების დაცვისთვის. გასული საუკუნის 20- იან და 30-იან წლებში პირველი მსოფლიო ომის ასობით ვეტერანი, ვისაც არ გააჩნდა არანაირი უფლება დიდ ბრიტანეთში, გააჩაღა ფართომაშტაბიანი კამპანია დევიზით „უფლება სამუშაოსთვის!“

Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 5

მესამე რაიხი

გერმანიაში, ჰიტლერის მესამე რაიხის დროს, შეიქმნა უამრავი პროპაგანდისტული ფილმი, რომლებიც ინვალიდებს „უსაქმურ მუქთახორებად“ წარმოაჩენდნენ. მაგრამ მხოლოდ ფილმები არ იყო ინვალდობის მქონე პირთა წინააღმდეგ მიმართული იარაღი, ამ დროის გერმანიაში ინვალიდობა საერთოდ მოიაზრებოდა, როგორც სახელმწიფო დანაშაული და მათი უმეტესობა განიცდიდა სტერილიზაციას, ბევრს კი ფიზიკურად ანადგურებდნენ..

Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 4

XX საუკუნის დასაწყისი

გასული საუკუნის პირველ ნახევარში „ევგენიკის“ მიმდევრებმა მოიპოვეს არაერთი საქველმოქმედო ფონდის დახმარება, რამაც მათ ხელი გაუხსნა, რომ სტერილიზებული ადამიანები ფიზიკური განსხვავებულობის ადამიანებთან შეერიათ და ერთად მოეთავსებინათ ისინი დახურულ დაწესებულებებში.ამერიკის 37 შტატში დაბადებიდან სმენის არ მქონე ქალები და ყველა ადამიანი, ვინც დაბალი IQ (ასე იწოდებოდა გონებრივი განვითარების კოეფიციენტი, რომელიც ტენდენციურად ჩატარებული ტესტირების შედეგად ისაზღვრებოდა) აჩვენა, ექვემდებარებოდნენ სტერილიზაციის სასტიკ განაჩენს. ეს ამაზრზენი წესი ამერიკის შტატში 20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე არსებობდა.დიდ ბრიტანეთში 1913 წლიდან კანონი გონებრივი არასრულფასოვნების შესახებ, მკაცრად განსაზღვრავდა შრომისუუნარო პირების შემდეგ კატეგორიებს: Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 3

აღორძინების ეპოქა

აღორძინების ეპოქა ძირითადად ანტიკური სამყაროს, ძველი საბერძნეთისა და რომის ფილოსოფიაზე, ესთეტიკაზე და ხელოვნებაზეა დაფუძნებული. ამრიგად, ისიც წინა პლანზე „მშვენიერი სხეულის“ კულტს წევდა და აღმერთებდა. ათასობით ტილოზე ისახებოდა ადამიანის იდეალური სხეული და სრულყოფილი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი რეალობა სულაც არ იყო ასეთი… და, თუ ხატავდნენ ისეთი ადამიანის პორტრეტს, რომელსაც სხეულის ნაწილი ქონდა დასახიჩრებული, მაშინ მისი იარები იჩქმალებოდა და ტილოზე მხოლოდ „ჯანსაღი სხეული“ რჩებოდა…

XIX საუკუნე

19-ე საუკუნეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა სეგრეგაცია გახდა კიდევ უფრო გამოკვეთილი. ფაბრიკა-ქარხნების მუშახელი უნდა ყოფილიყო ფიზიკურად განვითარებული და ძლიერი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, როგორი ხელიც არ უნდა ქონოდა მას, განსაკუთრებული პროტექციის გარეშე არ იღებდნენ.

Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 2

ალქაჯები

შუა საუკუნეებში ჯადოსნობა ინვალიდობასთან ასოცირდებოდა. ამ დროს გამოიცა წიგნი, რომელსაც ერქვა „დიდი ნადირობა ალქაჯებზე“ („Malleus Maleficarum“ სხვანაირად „ალქაჯების ჩაქუჩი“ 1480-1680წ.წ.), იგი მთელი ამ ხნის მანძილზე დაიბეჭდა 70-ჯერ 14 სხვადასხვა ენაზე.

Continue reading

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 1

„All Equal All Different“თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება ინვალიდობის მქონე ადამიანებისადმი დიდად არ შეცვლილა, იგი დღემდე საკმაოდ მძიმე და ჩამორჩენილია.

უამრავი პრობლემა ისევ დაუძლეველი რჩება, რის გამოც დისკრიმინაციას ჩვენს რეალობაშიც მწვავედ განიცდიან.საზოგადოება თავის აზრებს, შეხედულებებს ააშკარავებს ლიტერატურაში, თეატრში, ფოლკლორში და ფილმებში… აქ არა მარტო მისი განვითარება თვალსაჩინოვდება, არამედ აირეკლება ის მანკიერება და სისუსტეები, რაც ასე აშკარაა თავად საზოგადოებაში. პრობლემა ინვალიდობის შესახებ გუშინ და დღეს არ დაბადებულა, მას გაცილებით დიდი და შეიძლება ითქვას, უხსოვარი ისტორია აქვს.

Continue reading

ყველაზე უცნაური, გამაოგნებელი და ალოგიკური 7 დაავადება

ყველაზე უცნაური, გამაოგნებელი და ალოგიკური 7 დაავადება

მედიცინისა და ტექნიკის გრანდიოზული მიღწევების მიუხედავად დღემდე არსებობს ისეთი დაავადებები რომელთა არათუ განკურნება არამედ ახსნაც კი ვერ მოხერხდა. გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მიერ შედგენილ ყველაზე არალოგიკური და აუხსნელი ადამიანური ანომალიების სიას, ეგრედ წოდებულ გამოცანებს.

Continue reading