შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისტორია ნაწილი 4

XX საუკუნის დასაწყისი

გასული საუკუნის პირველ ნახევარში „ევგენიკის“ მიმდევრებმა მოიპოვეს არაერთი საქველმოქმედო ფონდის დახმარება, რამაც მათ ხელი გაუხსნა, რომ სტერილიზებული ადამიანები ფიზიკური განსხვავებულობის ადამიანებთან შეერიათ და ერთად მოეთავსებინათ ისინი დახურულ დაწესებულებებში.ამერიკის 37 შტატში დაბადებიდან სმენის არ მქონე ქალები და ყველა ადამიანი, ვინც დაბალი IQ (ასე იწოდებოდა გონებრივი განვითარების კოეფიციენტი, რომელიც ტენდენციურად ჩატარებული ტესტირების შედეგად ისაზღვრებოდა) აჩვენა, ექვემდებარებოდნენ სტერილიზაციის სასტიკ განაჩენს. ეს ამაზრზენი წესი ამერიკის შტატში 20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე არსებობდა.დიდ ბრიტანეთში 1913 წლიდან კანონი გონებრივი არასრულფასოვნების შესახებ, მკაცრად განსაზღვრავდა შრომისუუნარო პირების შემდეგ კატეგორიებს:

იდიოტი – არის გონებრივი შეზღუდულობის მქონე პირი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ჩვეულებრივ ფიზიკურ საფრთხეს.

იმბეცილი – გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირი (განვითარებით იდიოტზე კიდევ უფრო დაბლა მდგომი), ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და საქმის მართვა.

გონებასუსტები – გონებრივი ჩამორჩენის უკიდურესი ფორმის მქონე პირები (იმბეცილებზე დაბლა მდგომები), რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მოვლას, ყურადღებას და თვალყურს, მათივე, ან მათ გარშემო მყოფთა ინტერესების დაცვის გამო.

მენტალურად დეფექტურები – გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები, ვისაც გააჩნია ძლიერი პათოლოგიური გადახრა, ახასიათებს აგრესიულობა და მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისაკენ, ამიტომ საჭიროებენ მუდმივ მოვლას, ყურადღებას და მკაცრ კონტროლს მათივე გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების გამო.

20-ე საუკუნის პირველ ნახევარშივე 50 000 ბავშვი, ვისაც გააჩნია ფიზიკური დარღვეულობა და განიცდიდა სირთულეებს ურთიერთობის დროს, იქნა აყვანილი და გამოკეტილი სპეციალურ დაწესებულებებში. მათმა მცირე ნაწილმა მხოლოდ 80-იან წლებში ნახა მზის შუქი.ბავშვები, ვისაც გააჩნდა სერიოზული პრობლემები სწავლის სფეროში, ცნობილ იქნენ სწავლის უუნაროებად, ხოლო უფრო რთული პრობლემების მქონე ბავშვები 1973 წლამდე იგზავნებოდნენ გონებასუსტების სპეციალურ სასწავლებლებში.

Leave a comment