ქალი, ხელების გარეშე, შვილს მარტო ზრდის

შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ეს არაერთ ადამიანს დაუმტკიცებია, რომელთაც „შეზღუდული შესაძლებლობების პირები“ ჰქვიათ.

თუმცა ვიდეო, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა, კიდევ უფრო დაგარწმუნებთ ამაში. ქალბატონი, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, შესანიშნავი დიასახლისია და ოჯახშიც  ერთადერთი ქალის ფუნქციას სრულად ითავსებს.

ამ ყველაფერს კი იმის ფონზე, რომ მას არცერთი ხელი არ აქვს.

ქალბატონზე არაერთხელ გადაუღიათ სიუჟეტი. ინტერვიუში ის წერს, რომ ბავშვობაში, ავიაკატასტროფაში მოყვა, რის გამოც ორივე ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

თუმცა მას არასდროს ჰქონია პრობლემა, რომ პატარობისას ბავშვებთან ერთად ეთამაშა, შემდეგ ესწავლა და საყვარელი ადამიანიც გაეცნო.

ვიდეოში ჩანს, რომ ქალბატონს  უმკლავო საქორწილო კაბა აცვია. ინტერვიუში მისი მეუღლე ყვება, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მის მეუღლეს ხელები არ აქვს, რადგან ის ყველაფერს აკეთებს“.

 

 

ერთად ერთმანეთის უკეთესი მომავლისთვის …

როდესაც ინტერნეტის საძიებო სისტემაში Google -ში ვეძებდი ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე.   სრულიად შემთხვევით ვნახე ბლოგები, რომელთა პოსტები, ჩემთვის საინტერესო თემაზე იყო. მათი პოსტები ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ჩემს ბლოგზეც განმეთავსებინა პოსტების   ლინკები.

ძალიან მომეწონა  დაუნის სინდრომზე პოსტი, ძალიან ინფორმაციული და სასარგებლოა ყველასთვის. http://iasamani.wordpress.com/2009/04/04/down-syndrome/

 

ასევე   მომეწონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე  http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:ewR9L8MTLI4J:teennewson.wordpress.com/2011/08/15/chven-ertmanets-vchirdebit/+unar+shezguduli+adamianebi&cd=3&hl=ka&ct=clnk&gl=ge

ნამდვილად არ ინანებს მკითხველი…  ყელაზე ძალიან კი ის მახარებს რომ  ,  ახალგაზრდები ვართ დაინტერესებულნი  მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაზე და უფლებების დაცვაზე.. ჩვენ ერთად შევცვლით მომავალს…     ერთად ერთმანეთის უკეთესი მომავლისთვის!!! :)

საქველმოქმედო აქცია წეროვანის ბავშვთა სახლში

2011 წლის 20 დეკემბერს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ადიგენის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა  და  ახალციხის ახალაზრდული ცენტრის ხელშეწყობით დაიგეგმა  „წეროვანის ბავშვთა  სახლში” მცხოვრებ მოზარდებისათვის წინასაახალწლოდ ერთი დღის გალამაზება.

საქველმოქმედო აქცია ადიგენის სამოქალაქო კლუბისა და მისი  ლიდერის  ლონდა მაჭარაშვილის   მიერ დაიგეგმა.  დაიწერა პროგრამა, რომელიც გულისხმობდა წეროვანის ბავშვთა სახლის  33 მოზარდისათვის (მათ შორის იყვნენ შშმ პირები)  საახალწლო ნობათით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და  სხვადასხვა საკონცერტო ნომრებით  გახალისებას.

 

საქველმოქმედო აქციას შეუერთდა    ჩემი ბლოგიც,   რისი საშუალებითაც  

                      შეძლებისდაგვარად  შეგროვდა ტანსაცმელი და საკვები. სანამ მივიდოდით ყველა ძალიან ვნერვიულობდით, როგორი სიტუაცია დაგვხვდებოდა,  გაიხსნებოდნენ თუ არა ბავშვები ჩვენთან. ჩვენ არ გვინდოდა  ყოფილიყო ისე რომ ჩაგვეტარებიან ღონისძიება   ,იქ დახვედრილ ბავშვებს ეყურებინათ , შემდეგ საჩუქრები გადაგვეცა და წამოვსულიყავით. ჩემდა საბედნიეროდ ბავშვები ისეთი აღტაცებით შეგვხვდნენ,ჩვენი ნერვიულობა ფუჭი აღმოჩნდა. ყველას უხაროდა ჩვენი დანახავა . ყველამ გავიცანით ერთმანეთი     ვითამაშეთ…   და ბოლოს როცა დამშვიდობების დრო  დადგა,    ყველა ტიროდა დიდი თუ პატარა. გვეხვეწებოდნენ ოღონდ დარჩით და ჩვენს ადგილს დაგითმობთ დასაძინებლადო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. 

ბავშვებთან განშორება ძალიან გაგვიჭირდა.   მე და ლონდა შევთანხმდით   და   წეროვანის ბავშვთა სახლის დირექტორმაც პირობა მოგვცა, რომ  გაზაფხულზე ,  ბავშვებისთვის მოაწყობდა  3 დღიან ექსკურსიას სამცხე -ჯავახეთში ხოლო ამ ბავშვების დაბინავებას და კვებას  ვუზრუნველყოფდით ჩვენ. იმედი მაქვს პირობა პირობად არ დარჩება:)

 

 

 

,,ახალგაზრდა ომბუდსმენი”

მოგესალმებით  ყველას და გაცნობებთ ერთ მეტად მნიშვნელოვან და სასიამოვნო სიახლეს:)

ჩემი ბლოგი მონაწილეობდა სამოქალაქო განათლებისა და  პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში. სადაც, გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო ნომინაციაში  ,,მე ომბუდსმენი”

მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის თითოეულ წევრს: თენგო გოგოტიშვილს,გიორგი ჩხეიძეს, ნატა სულთანიშვილს, ნინო ჯახუას, მაია ქობალიას.

ასვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ. ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს  ნინო ნადირაძეს, რომელიც მეხმარებოდა  ინფორმაციის შეგროვებასა და  სანდოობაში:) ახალციხის #7 დამხმარე სკოლა პანსიონს, ,, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს”,  პროექტ ,,ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის 10 საჯარო სკოლაში” ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებს.

ახალგაზრდა ომბუცმენი 

1. http://viswavlotertad.wordpress.com 
სახელი გვარი: სოფო ნადირაძე 
საცხოვრებელი ადგილი: ახალციხე 

2. http://oblikomorale.wordpress.com 
3. http://humanandlaw.wordpress.com
3. http://1feelfree.wordpress.com

წერილი დედას!

 ინფორმაცია მოძიებულია www.iTV.ge   დან

 

       >>>>>>>>>>>>>            წერილი დედას!
,,ამ წერილს დედას 28 წლის ევგენი აბდალოვი წერს. ევგენი ბენეფიციარია, რომელიც დუშეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში ცხოვრობს. მისი ცხოვრება ბევრი ტრაგედიითა და ტკივილითაა სავსე, თუმცა მიუხედავად ამისა, ძლიერი სულიერი სიმტკიცის წყალობით, ევგენი სირთულეებს თავს მაინც არ უხრის. რთულია იყო გარიყული საკუთარი დედისგან, თუმცა, ალბათ, ყველა ადამიანში ბოლო წუთამდე ცოცხლობს იმედი, რომ დედა მაინც მოვა, გულში ჩაგიკრავს და პატიებას გთხოვს, ვინაიდან შენ მისი სისხლი და ხორცი ხარ! ევგენი ერთ-ერთია იმათ შორის, ვისთვისაც აი-ტვ-ის, ამ ინფორმაციის გავრცელებით, ყველაზე მცირედის გაკეთება შეუძლია. მისი თხოვნით ჩვენ ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ და იმედი გვაქვს, რომ იმ შემთხვევაში თუ მას ვინმე იცნობს, ან მის დედაზე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, გამოეხმაურება!”
ეს ინფორმაცია გავიზიარე ჩემს ბლოგზე რადგან, იმედი მაქვს უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს და დავეხმარებით მას. იმედი მაქვს დედას მოვუძებნით. ყოველშემთხვევაში ,,ცდა ბედის მონახევრეაო  ” :)

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს აღნიშნავს

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული განმარტებით, ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი“ გულისხმობს პირს, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი ეფექტის მქონე ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური ან მგრძნობელობითი ნაკლოვანებები, რომელმაც სხვადასახვა ბარიერთან შეხებისას შესაძლოა ხელი შეუშალოს პირს სხვებთან თანასწორ პირობებში; სრულად და ეფექტურად მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, აღირებულია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები“ განვითარებადი ტერმინია.

ადამიანის უფლებათა ყველა საერთაშორისო კონვენცია, ოქმი, პაქტი და ა.შ. ხელს უწყობს და იცავს ყველა ადამიანს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.

 

სახელმწიფოები აღიარებენ ვალდებულებას გამოიყენონ თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპები შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად,  

ისინი ჩვენგან თანაგრძნობასა და უსაფუძვლო შეღავათებს კი არა, იმას მოითხოვენ, რომ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად მივიჩნიოთ – ისინი ხომ ხშირად ჩვენი დედები, მამები, შვილები და უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორადაც თავად მივიჩნევთ თავს, არადა, ფაქტია, რომ საქართველოში ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან.

ფიზიკური ნაკლი…

ემმი მულინსი დაიბადა წვრილი მილისებურ ძვლის   გარეშე. 1 წლის იყო როდესაც ექიმებმა მუხლებამდე ფეხების ამპულტაცია გადაწყვიტეს, მაგრამ იგი არ დანებდა. ემმი გახდა ერთერთი საუკეთესო მორბენალი კოლეჯში მონაწილეობა მიიღო ალტანტის ინვალიდთა შორის ოლიმპიადაზე   1996 წელს. ასევე ითამაშა რამოდენიმე ფილმში და მუშაობდა პენტაგონში. მას 12 ტიპის პროტეზი აქვს სხვადასხვა შემთხვევებისათვის. :) ასე რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობები

This slideshow requires JavaScript.

 

 

Previous Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.